სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ამაღლება და ინაშაური). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე მდინარე კვინისწყალის ორივე ნაპირზე. სოფელში დგას შუა საუკუნეების ორი ეკლესია, მათ შორის ერთი აშენებულია 1619 წელს.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1052 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
1357 |
635 |
722 |
2014 |
1052 |
518 |
534 |
მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია, ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარებია: ხურციძეები, ხელაძეები და სხვ.
ekonomika
სოფლის ეკონომიკის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა. სოფელში განვითარებულია მეღვინეობა, ამაღლებაში არის ღვინის საწარმო და საკონიაკო საამქრო.
kurorti
სოფელი წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტს, რისი მიზეზიც იქ არსებული თერმული წყლებია. მინერალური თერმული წყლები შეიცავს ნატრიუმს, ქლორს, ნახშირორჟანგს და კაჟმჟავას. მისით მკურნალობენ: ქრონიკულ ართრიტს, ჰიპერტონულ დაავადებებს, ათეროსკლეროზს, რადიკულიტს, კარდიოსკლეროზს და სხვა.
ganaTleba
სოფელში მოქმედებს 1 საჯარო სკოლა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელს ატარებს. ასევე მოქმედებს ერთი დაწყებითი სკოლა. სოფელ ამაღლებაში უკვე XIX საუკუნეში არსებობდა კერძო სასწავლო დაწესებულება. XX საუკუნის 30-იან წლებში სოფელში აშენდა ხის სკოლა. 1963 წელს სკოლას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დღეს სკოლაში 200-მდე მოსწავლე სწავლობს. სოფელში მოქმედებს კლუბი და ბიბლიოთეკა.
cnobili adamianebi
სოფელში დაიბადნენ:
|